ფეხბურთი

11:15 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, “დეპორტივოსთან” 5:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და ეს იყო მისი მე-100 და 101-ე გოლები ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრებში.

28 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” “ლიონიდან” 2009 წელს გადავიდა, მას შემდეგ ქვეყნის შიდა ჩემპიონატში 202 თამაში ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა. “რეალის” მდიდარ საფეხბურთო ისტორიაში მხოლოდ 13-მა ფეხბურთელმა მოახერხა ქვეყნის ჩემპიონატში გატანილი გოლებით 100-იანის ზღვარის გადალახვა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ 18 მატჩში ბენზემას ანგარიშზე 18 გოლია და მას აქვს კარგი შანსი იმისა, რომ მოხსნას შედეგიანობის პირადი რეკორდი, რომელიც 2011/2012 წლებში დაამყარა - 32 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117504