ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის პირველ სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა შედგა და ყველა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებულ ინტერესს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი დაპირისპირება იწვევდა, სადაც ზინედინ ზიდანს “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა. ფრანგ ლეგენდას შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა, მისმა კლუბმა “დეპორტივოს” 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში დანიელ კარვახალი და ისკო დააბრუნა. დანარჩენი 9 მოთამაშე კი, “ვალენსიასთანაც” სასტარტოში იმყოფებოდა. მადრიდელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და საკმაოდ იოლად იმარჯვეს. ანგარიში მე-15 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, რომელსაც ეფექტური გოლი გამოუვიდა. 7 წუთში გარეტ ბეილმა თავური დარტყმით მეორეც გაიტანა და ნათელი გახდა, რომ “დეპორტივოს” ცუდი დღე ელოდა.
მეორე ნახევარში ბეილმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო 91-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ დუბლის შესრულება მოახერხა – 5:0.
ასევე იოლად იმარჯვა “ბარსელონამ”, რომელიც შინ “გრანადას” გაუსწორდა. კატალონიურმა გრანდმა მეტოქეს თითო ტაიმში ორ-ორი გაუტანა. ლიონელ მესი ჰეთ-თრიკით გამოირჩა, ხოლო ერთი ბურთი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირდმა ნეიმარმა გაიტანა. აღსანიშნავია, ლა ლიგაში “ბლაუგრანას” რიგებში ალეიშ ვიდალისა და არდა თურანის დებიუტი. თურქმა ფეხბურთელმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა – 4:0.
საინტერესო მატჩი გაიმართა “სანჩეს პისხუანზე”, სადაც ერთმანეთს ევროსაგზურებისთვის მებრძოლნი “სევილია” და “ბილბაო” დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა კევინ გამეიროს დუბლით იმარჯვეს – 2:0.
“ხეტაფემ” შინ “ბეტისი” დაამარცხა, ხოლო “ლევანტემ” “რაიო ვალეკანოს” სძლია.
ბარსელონა – გრანადა 4:0 (2:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ვერმაელენი, პიკე, ვიდალი (ალვეში 65), ალბა, თურანი (ადრიანო 72), რობერტო, რაკიტიჩი, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, დორია, მენდეში, ბირაგი, კრინი (მაინცი 46), რ.პერესი, როჩინა (მარკესი 78), აგბო, საკსესი, პენარანდა (იბანესი 72).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
გოლები: 1:0;2:0;3:0 მესი (8;14;58), 4:0 ნეიმარი (83)
გაფრთხილებები: ვიდალი – როჩინა, მენდეში, ლომბანი, დორია
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ხეტაფე – ბეტისი 1:0 (0:0)
ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, ვერხინი, ლაგო, დ.სუარესი, ლასენი, ხ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი (მ.გომესი 79), ლეონი (მენსა 87), სარაბია, ვაზკესი (სცეპოვიჩი 74).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, პიცინი, ნ’დიაიე, პეტროსი (ხოაკინი 75), პორტილიო, სებალიოსი (ვან დერ ვაარტი 81), მოლინა (ვან ვოლფსვინკელი 70), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლი: ვაზკესი (57)
გაფრთხილებები: გუაიტა – ვარგასი, პიცინი, პაცელა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
სევილია – ბილბაო 2:0 (1:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კარისო, კოლოძიეჩაკი, ტრემულინასი, კოკე, კროხოვიაკი, კრისტოფორო (იბორა 88), ბანეგა (კონოპლიანკა 70), კრონ-დელი, ვიტოლო, გამეირო (ლორენტე 83).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი, სან ხოსე, რ.გარსია (ერასო 31), ლეკუე (მუნიაინი 59), უილიამსი (მერინიო 85), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: გამეირო (24;59 პენ.)
გაფრთხილებები: ვიტოლო, კრონ-დელი – ადურისი, ლაპორტე, ბალენსიაგა
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
რეალი – დეპორტივო 5:0 (2:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-2-3-1): ნავასი, რამოსი (ვარანი 46), პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო (ხამესი 66), ბეილი (ხესე 74), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო (ლუისინიო 66), ხუანფრანი, მოსკერა, ბერგენტინოსი, კარტაბია (გუტიერესი 46), ლ.ალბერტო, ფაჟრი (რიერა 66), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0;5:0 ბენზემა (15;91), 2:0;3:0;4:0 ბეილი (22;49;63)
გაფრთხილებები: მოსკერა, არიბასი
მსაჯი: პერეს მონტერო
ლევანტე – რაიო ვალეკანო 2:1 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-3-3): მარინიო, დ.ნავარო, ფედალი, ტონიო, პ.ლოპესი, ლერმა, ვერზა, სიმაო (დეივერსონი 46), კუერო (ხუმეტრა 60), მორალესი, გილასი (კამარასა 68).
მწვრთნელი: რუბი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, ტიტო, დორადო (მანუჩო 76), ქუინი, ნ.მარტინესი, ხოზაბედი, ბაენა (ტრაშორასი 75), ემბარბა, პ.ერნანდესი, გერა, მიკუ (ბანგურა 63).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 დეივერსონი (72), 2:0 მორალესი (81), 2:1 პ.ერნანდესი (83)
გაფრთხილებები: ფედალი, სიმაო, დეივერსონი, ვერზა, ხუმეტრა – გერა
მსაჯი: მელერო ლოპესი