ვიქტორ სანიკიძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი თურქეთის ჩემპიონატში. ანკარის „თედ კოლეჯის“ ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ორმაგი დუბლი შესრულება.
წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელიც მისმა გუნდმა ლიდერ „ეფესთან“ წააგო, ამჯერად „თედ კოლეჯმა“ გამარჯვება შეძლო.
ანკარელებმა „გაზიანთეფს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 86:75 დაამარცხეს. სანიკიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, მანამდე კი მცირედით, მაგრამ აგებდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა 37:41 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სანიკიძემ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ვიქტორმა 20 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რითაც ანკარელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
7 მოგებითა და 8 მარცხით „თედ კოლეჯი“ თურქეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. ახლა თურქეთში სათასო ბატალიები დაიწყება და ეროვნული ჩემპიონატი 30 იანვრიდან გაგრძელდება. ამ დღეს სანიკიძის გუნდი „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.
www.gbf.ge