ფეხბურთი

22:47 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ზიდანის მაისურის გაყიდვა დაიწყო

მადრიდის “რეალმა” ახალი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მაისურის გაყიდვა დაიწყო. MARCA-ს ინფორმაციით, ფრანგის 5-ნომრიანი სათამაშო ფორმა, რომელიც მას "რეალში" თამაშის პერიოდში ეცვა, “სამეფო კლუბის” მაღაზიებში სარეალიზაციოდ პარასკევიდან გამოიტანეს.

ამ დროისთვის 5-ნომრიანი მაისური გუნდში ვაკანტური გახლავთ, რადგან ის “მონაკოში” განათხოვრებულ პორტუგალიელ ფაბიო კოენტრაუს ეკუთვნის. მარცხენა გარემარბი გუნდს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

“რეალი” შანსს ხელიდან არ უშვებს და ზიდანის ავტორიტეტის წყალობით, ბიუჯეტის რამდენიმე მილიონით შევსება სურს. ფრანგი “რეალში” რაფაელ ბენიტესის შემცვლელად 4 იანვარს მიიყვანეს. “ზიზუს” ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.

0.147591