ფეხბურთი

19:38 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” მაცდური წინადადება “იუვეს” პოგბას სანაცვლოდ

მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას სანაცვლოდ დაუჯერებელი თანხის გაღებას აპირებს. ბრიტანული გამოცემა “სანის” ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულში ახალ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს სურვილი აუსრულოს და ფრანგ ფეხბურთელში არცმეტი, არცნაკლები 130 მილიონი ევრო გაიღოს.

გაუძლებს თუ არა ცდუნებას თავად 22 წლის მოთამაშე და მისი ამჟამინდელი კლუბი ახლო მომავალში გახდება ცნობილი, ისე კი, ზიდანსა და პოგბას შორის კარგი ურთიერთობა რომ სუფევს, ცნობილი ამბავია.

პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 25 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა თანაგუნდელებს 7-ჯერ გაატანინა. შეგახსენებთ, “იუვემ” პოლი 2012 წლის ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, ამჟამად კი მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონს აღწევს.

0.126628