ფეხბურთი

16:26 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე ვარჯიშობს, თუმცა “ტორინოს” მაინც ვერ შეუტევს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ვარჯიში რომ განაახლა ამის შესახებ ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, თუმცა მის ოფიციალურ მატჩებში დაბრუნებას საშველი ჯერ კიდევ ვერ დაადგა. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის მჭედლიძე ვარჯიშობს, კვირას, იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ტორინოსთან” გასამართ მატჩში თავის თანაგუნდელებს ისევ ვერ დაეხმარება და მარკო ჯამპაოლო იძულებული იქნება იგი კვლავ განაცხადს მიღმა დატოვოს.

მოგეხსენებათ, ლევანმა მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრისას უწყინარ სიტუაციაში მიიღო. მართალია, თავიდან ასეთ მძიმე ტრავმას არ ვარაუდობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდგომ 4 თვე გავიდა და ქართველი ფორვარდი მოედანზე გასვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

0.138379