ფეხბურთი

13:06 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკოს “იუვენტუსი” ენატრება

ამერიკული MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელ სებასტიან ჯოვინკოს მშობლიური კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ენატრება და ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ტურინში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

“იტალიის ჩემპიონატი არ მენატრება, თუმცა “იუვენტუსი” კი. ერთ დღეს “ბებერ ქალბატონში” სიამოვნებით დავბრუნდები. რა თქმა უნდა, მსურდა ჩემი ტურინული კარიერა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა კი “ტორონტოში” ვთამაშობ, ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ და უახლოეს ხანებში გუნდის შეცვლას არ ვაპირებ”, - უთხრა ჩია ტანის შემტევმა “სპორტ იტალიას”.

ჯოვინკო “ტორონტოში” ზუსტად ერთი წლის წინ გადავიდა და კანადურ გუნდს ალღო ადვილად აუღო. ამერიკის ჩემპიონატში 28 წლის თავდამსხმელმა დღემდე 34 თამაში ჩაატარა და 22 გოლის გატანა შეძლო.

0.131801