საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანტონი მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა 2015 წლის ბოლო თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “წითელი ეშმაკების” ფეხბურთელისთვის ინგლისურ გრანდში ყოფნის პერიოდში ეს პირველი აღიარებაა.
20 წლის მოთამაშემ მხარდამჭერების 69 პროცენტი მიიღო. მარსიალმა კრის სმოლინგს და დალეი ბლინდს აჯობა. დეკემბერში ანტონიმ 6 მატჩი ჩაატარა. ანტონიმ თავი “ნორვიჩთან” და “ვოლფსბურგთან” შეხვედრებში გამოიჩინა.