ფეხბურთი

19:03 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” სტრატეგია: რონალდუს ნაცვლად კეინი...

მადრიდის “რეალი” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ჰარი კეინით აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს. წყაროს ინფორმაციით, მადრიდულ გრანდსა და ლონდონურ კლუბს შორის კარგი ურთიერთობა სუფევს, რაც გარეთ ბეილისა და ლუკა მოდრიჩის თავის დროზე განხორციელებული ტრანსფერებითაა გამოწვეული და ახლა “ტელეგრაფის” ცნობით კეინის ჯერი დადგა.

22 წლის ფორვარდს “დეზებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს იღებს, ამ პირობების გაუმჯობესება კი “სამეფო კლუბს” კეინისთვის მარტივად შეუძლია, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

რამდენად გამართლდება ბრიტანული მედიის ვარაუდები და მართლაც შეიძენს თუ არა “რეალი” კეინს რონალდუს შემცვლელად ამას დამდეგ ზაფხულს გავიგებთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11244