ფეხბურთი

18:05 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუ” უმწვრთნელოდ დარჩა

პორტუგალიურმა “პორტუმ” მთავარი მწვრთნელი იულიენ ლოპეტეგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “დრაკონების” ვებგვერდი იტყობინება. 49 წლის ესპანელ სპეციალისტს მიმდინარე სეზონში წარუმატებელი შედეგები ვერ აპატიეს. “პორტუ” შიდა ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა და ლიდერ “სპორტინგს” 4 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, პორტუგალიური კლუბი წარუმატებლად გამოვიდა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია. “პორტუს” დროებით რუი ბაროსი გაწვრთნის, მანამდე სანამ პორტუგალიელები ახალ მწვრთნელს მოძებნიან.

ლოპეტეგი “დრაგაუზე” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდა და გუნდს გასულ სეზონში საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე კი მან სახელი ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობით გაითქვა.

0.116359