ზაზა ფაჩულიას და დირკ ნოვიცკის მეგობრულ დამოკიდებულებასა და სახალისო ამბებზე ორიოდ დღის წინაც მოგახსენეთ და ახლა, ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვა.
“დალას მავერიქსის” ქართველ და გერმანელ კალათბურთელებს შორის ვირტუალური “გასაუბრების” თემა 1 ფოტო გახდა, რომელზეც ზაზას თავი დირკი მხარზე აქვს ჩამოდებული.
“ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ შენი თავი 500 ფუნტს (227 კგ.) იწონის”, - დაწერა ნოვიცკიმ “ტვიტერის” გვერდზე.
ფაჩულიამ თანაგუნდელს “ინსტაგრამზე” უპასუხა: “დირკი ამბობს, რომ ამ მომენტში მას მარცხენა მხარი დავუზიანე”.
ცხადია, ამ ამბავში მთავარი ფოტოა, რომელსაც აქვე იხილავთ.