როგორც იცით, გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერს" ახლავს თურქულ შეკრებაზე და დღეს ქართველმა ფეხბურთელმა საკონტროლო მატჩშიც ითამაშა.
ბრემენელებმა 7:0 გაანადგურეს თურქეთის "ადანა დემირსფორი", პაპუნაშვილმა კი მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და ერთ საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. ბოლო გოლი, რომელიც ბარტელსმა გაიტანა, დიდწილად გიორგის დამსახურება იყო, მის გრძელ პასს მოჰყვა ხიფათი.