ჩოგბურთი

20:50 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის წლის პირველი გამარჯვება (+VIDEO)

როჯერ ფედერერმა წლის პირველ შეხვედრაში,ბრიზბენის ტურნირის 1/8-ფინალში გერმანელი ტობიას კამკე იოლად 6:2, 6:1 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრამ 56 წუთს გასტანა. როჯერმა 6 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, კამკეს მხოლოდ ერთხელ ჰქოდნა ბრეიკის გაკეთების შანსი და ისიც ვერ გამოიყენა.

მეოთხედფინალში ფედერერის მეტოქე გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც ვიქტორ ტროიცკის 5:7, 7:6, 6:2 აჯობა.

ბრიზბენის ტურნირის საპრიზო ფონდი 484 750 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.11298