ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ დორტმუნდის “ბორუსიაში” გაანათხოვრა, უკან დაიბრუნა. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი იტყობინება.
“იუნაიტედი” ადასტურებს, რომ “დორტმუნდთან” შეთანხმების საფუძველზე ადნან იანუზაი კლუბში დაბრუნდა”, - ნათქვამია “მანიუს” ოფიციალურ განცხადებაში.
20 წლის იანუზაი “დორტმუნდს” გასული წლის აგვისტოში შეუერთდა, თუმცა სიგნალ იდუნა პარკზე თავი ვერ დაიმკვიდრა და ჯამში 11 მატჩი (490 წუთი) ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელს მიმდინარე სეზონში “მანჩესტერში” უკეთესი სტატისტიკა აქვს – 2 თამაში ერთი გოლი...