ფეხბურთი

17:24 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე იანვრის ბოლოს თამაშს დაიწყებს

ლევან მჭედლიძე გამოჯანმრთელდა, თუმცა თამაშს ჯერ ვერ დაიწყებს. ხანგრძლივი ტრავმა ჰქონდა, საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და ამიტომაც, ვერ რისკავენ. “ემპოლის” მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო აცხადებს, რომ ქართველის იმედიც აქვს სამომავლო მატჩებში.

“როცა მჭედლიძე დაგვიბრუნდება, ოთხი თავდამსხმელი გვეყოლება, ეს კი უკვე საკმარისია. ჩვენ დაბალანსირებული და ორგანიზებული შემადგენლობა გვყავს, ამიტომაც ამ ეტაპზე არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ” – თქვა ჯამპაოლომ.

საქმე ისაა, რომ ზამთრის შესვენებაზე იყო საუბარი, “ემპოლი” ერთ ფორვარდს გადაიბირებსო. ჯამპაოლომ ეს საკითხი დახურა.

შეგახსენებთ, მჭედლიძე შარშან 7 სექტემბერს ირლანდია-საქართველოს მატჩის ბოლო წუთებზე დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია. ერთი პერიოდი გამოჯანმრთელდა, მაგრამ შემდეგ ისევ ტრავმა მიიღო. ახლა კი შორს არაა ის დრო, როცა თამაშს დაიწყებს.

0.122129