გუშინწინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვიტესის” მწვრთნელი პეტერ ბოში გუნდიდან წავიდა და თელ-ავივის “მაკაბისთან” სარფიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს სიმართლე აღმოჩნდა და “ვიტესს” ახალი მწვრთნელი ჰყავს ჰოლანდიელი რობ მაასის სახით.
“ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია კომენტარს აკეთებს ბოშის წასვლაზე: “ცოტა უცნაურია, რომ ბოში ჩვენი მწვრთნელი აღარ იქნება. ჩვენ ორწელიწადახევარი ერთად ვმუშაობდით და უცებ ყველაფერი დასრულდა. რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდეთ. ვუთხარი, რომ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ეს არ იყო “ვიტესისთვის” კარგი ამბავი, მაგრამ ასეთია საფეხბურთო ცხოვრება. ყველა შემთხვვაში, ბოშის მადლიერნი უნდა ვიყოთ. სწორედ ისაა იმ სტილის ფუძემდებელი, რასაც დღეს ვთამაშობთ. პეტერის დამსახურებაცაა, რომ როგორც მცველი, გავიზარდე და უფრო თანამედროვე გავხდი. ახლა კი რობ მაასს ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, რათა მალე შესძლოს გუნდთან ადაპტაცია” – განაცხადა კაშიამ, რომელსაც “ვიტესთან” 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.