ფეხბურთი

11:59 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანოკიასთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო

მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველი ანდრეა რანოკია, რომელმაც ინგლისურ “ნორვიჩს” უარი უთხრა, ამჯერად “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა.

“ინტერის” ექს-კაპიტანმა მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რის გამოც გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, “ნორვიჩი” მის სანაცვლოდ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა, მაგრამ თავად ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა უნდა, სადაც მისით “ბოლონია” და “ტორინო” არიან დაინტერესებული და ამის გამო ინგლისელებს უარი უთხრა.

იტალიური პრესის ცნობით, ახლა 27 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ლივერპულმა” გამოთქვა. გარდა ამისა, “სამპდორიას” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ რანოკია გახდეს ნაწილი ფეხბურთელების გაცვლისა. კერძოდ, საუბარია მილანურ კლუბში თავდამსხმელ ედერის გადასვლაზე.

ანდრეამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11497