“ტედ ანკარა კოლეჯლილერის” ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე თურქეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოხვდა. კერძოდ კი, Eurobasket.com-მა ვიქტორი მე-2 ადგილზე დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ გამორჩეულად სტამბულში გამართულ მატჩში ითამაშა, რომელიც მისმა კლუბმა ლიდერ “ანადოლუ ეფესთან” ბრძოლაში 72:75 წააგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
“29 წლის ქართველმა კალათბურთელმა ქომაგები საოცარი თამაშით გააოცა. მისი ორმაგი დუბლის წყალობით, ანკარელები “ანადოლუ ეფესს” ბოლომდე გაუძალიანდნენ და მხოლოდ ბოლო წამებზე წააგეს. ამ მარცხის შემდეგ, “ტედ ანკარას” 6 გამარჯვება და 8 წაგება მოუგროვდა და მე-12 ადგილამდე დაქვეითდა. რაც შეეხება სანიკიძეს, ის კლუბის ახალწვეულია, თუმცა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მალე იქცა”, - ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
ისიც ვთქვათ, რომ თურქული ლიგის უკანასკნელი ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული პოლონელ მაჩიეი ლამპეს ერგო. მისმა “ბეშიქთაშმა” “ბანვითს” 96:87 სძლია, ლამპემ კი 26 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.