ფეხბურთი

23:48 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (1999 წელს დაბადებულები) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რვაგუნდიან საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 17-24 იანვარს გაიმართება. ჯგუფში ქართველთა მეტოქეები იქნებიან უკრაინა, მოლდოვა და ფინეთი.
ქართველები 18 იანვარს მოლდოვას შეხვდებიან, 19-ში ფინეთს და 21-ში – უკრაინას.
ტურნირეზე ყველა ადგილი განაწილდება. ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეზე გასულები მესამე ადგილისთვის და ა.შ.
ჯერჯერობით, საბოლოოდ ცნობილი არაა, თუ ვინ იქნება ამ ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ როგორც “მსოფლიო სპორტი” წერდა, დიდი შანსია, ეს რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი თავკაცი გიორგი ყიფიანი იყოს.

0.113148