ფეხბურთი

20:09 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალს “ადიდასიც” მისდგა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის მიმართ კრიტიკის გამოთქმა არავის ეზარება. ამჯერად ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდის სათამაშო სტილი ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა ფირმამ, “ადიდასმა” დაუწუნა. მოგეხსენებათ, “ადიდასი” “წითელი ეშმაკების” ტექნიკური სპონსორია.

“რასაც ვხედავთ, ეს არ მოგვწონს. “მანჩესტერის” თამაშის სტილი ის არაა, რასაც ველოდით. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომით ბევრ მაისურს ვერ გავყიდით”, - თქვა “ადიდასის” წარმომადგენელმა ჰერბერტ ჰაინერმა.

“მანჩესტერის” წარუმატებელი სეზონის შესახებ აქამდეც არაერთხე დაწერილა და ისიც თქმულა, რომ ლუის ვან გაალის ბედი ბეწვის ხიდზეა. თუმცა, ამ დროისთვის ჰოლანდიელი სპეციალისტი სამუშაოს შენარჩუნებას ახერხებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114376