ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ლოიკ რემიმ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
29 წლის ფორვარდს თამაში იშვიათად უწევს, რითაც უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. როგორც ცნობილია, მისი იჯარით აყვანა ორ კლუბს სურს: “ასტონ ვილას” და “მონაკოს”.
რემიმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.