გუშინ აზერბაიჯანულ საიტებზე გაჩნდა ცნობა, რომ სანდრო გურულმა აზალ-თან კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ფეხბურთელი ადასტურებს, რომ აზალ-ში რჩება და არ იცის, საიდან და რატომ გაჩნდა ინფორმაცია მის გუნდიდან წასვლაზე.
გურულმა ჩემპიონატის პირველ წრეში 2 გოლი გაიტანა (10 მატჩში) და azerisport-მა გამორჩეულ ახალწვეულებს შორისაც დაასახელა. აქვე გეტყვით, რომ აზალ-ში კიდევ ერთი ქართველია: ნუგზარ კვირტია.