იტალიის სერია A-ს საშობაო პაუზის შემდეგ განახლდა, თანაც ისეთნაირად, კალჩოს გულშემატკივრები უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ. გენუაში, დერბი “დელა ლანტერნა” შედგა, სადაც “ჯენოამ” “სამპდორია” მიიღო დაძაბულ და თვალსასეირო ბრძოლაში წააგო.
პირველი ტაიმი სტუმრების აღმოჩნდა და ვინჩენცო მონტელას გუნდი ანტრაქტზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. ანგარიში ჯერ რობერტო სორიანომ გახსნა, რომელიც მატია პერინთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია, მერე კი სტუმართა საუკეთესო ბობმარდირმა ედერმა მოჭრილი და გამოზომილი დარტმყით ანგარიში გააორმაგა. შესვენების შემდეგ “ჯენოა” გააქტიურდა, თუმცა გოლი თავის კარში მიიღო. თავი ამჯერადაც სორიანომ გამოიჩინა. თამაშის ბოლო აკორდი კი მთლიანად “ჯენოასი” გამოდგა და ლეონარდო პავოლეტიმ ორი ბურთის გაქვითა მოახერხა. უნდა აღნიშნოს, რომ მასპინძლებს მეტის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ხან ემილიანო ვივიანო თამაშობდა ჩინებულად, ხანაც ჯამპიერო გასპერინის შეგირდებს სიზუსტე აკლდებოდათ.
“სამპდორიამ” დერბის მოგებით ხასიათი ერთობ გამოიკეთა – მონტელას გუნდისთვის ეს მიჯრით მეორე გამარჯვებაა. “ჯენოამ” კი ამასობაში უკვე ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო და გასავარდნი ზონა ერთ ნაბიჯშია. გასპერინის ბედი კი ბეწვის ხიდზე კიდია და ვინ იცის, იქნებ მომდევნო ტურში აღარც იყოს ლიგურიელთა თავკაცის პოსტზე...
“ჯენოა” – “სამპდორია” 2:3 (0:2) (მიმოხილვა)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
მაყურებელი: 35 000
“ჯენოა” (4-3-3): პერინი; იცო, დე მაიო, ბურდისო, ანსალდი; ნტჩამი (სუსო 46), რინკონი, დზემაილი (რიგონი 46); პავოლეტი, ლაზოვიჩი (გაკპე 81), ლაქსალტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი (კასანი 36), მოისანდერი, ძუკანოვიჩი, რეჯინი; ფერნანდო, ბარეტო, სორიანო; ედერი (კორეა 59), კარბონერო, კასანო (მურიელი 76)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 სორიანო (18), 0:2 ედერი (39), 0:3 სორიანო (49), 1:3 პავოლეტი (69), 2:3 პავოლეტი (81)
გაფრთხილება: იცო (48), რიგონი (63), ანსალდი (71), პავოლეტი (83), ბურდისო (90) – ფერნანდო (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 8 (6) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: პაოლო ვალერი