ფეხბურთი

0:40 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეგულის მსურველთა რიგი უდგას

ესპანური “ვალენსიას” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიან ფეგულიმ, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. 26 წლის ალჟირელი ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება, თუმცა, ფიფა-ს წესების თანახმად, 1 იანვრიდან მოყოლებული, მსურველებს შეუძლიათ ნახევარმცველთან მოლაპარაკებები მისი ამჟამინდელი კლუბის თანხმობის გარეშე აწარმოონ.

ამ დროისთვის, ფეგულის თავის რიგებში ხილვა არაერთ კლუბს სურს. ესენი “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, “მილანი”, “ინტერი”, “რომა” და მოსკოვის “სპარტაკი” არიან.

მიმდინარე სეზონში სოფიანმა ესპანურ ლა ლიგაში 10 მატჩის (6 ძირითადში) ჩატარება მოასწრო და მის აქტივში ერთადერთია გოლია.

0.115022