მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი კომპენსაციის სახით 9.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული “დეილი მეილი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა იმ სამუშაო დღეების მიხედვით არის გამოთვლილი, რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა “სამეფო კლუბის” სათავეში გაატარა.
სულ, ბენიტესმა “რეალის” მწვრთნელის რანგში 7 თვე იმუშავა, 4 იანვარს კი მის ნაცვლად პოსტზე ფრანგი ზინედინ ზიდანი დაინიშნა.