რიგის “სკონტოს” მწვრთნელმა თამაზ პერტიამ განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ პერტიას კანდიდატურა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად განიხილებოდა.
“ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ მაქვს გრძნობა, რომ “სკონტოში” ჩემი სამუშაო არ დასრულებულა. არ მინდა, კლუბი ასეთ რთულ მომენტში მივატოვო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მოვიაზრებოდი. სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას იმ მწვრთნელს, რომელიც ამ ნაკრებს ჩაიბარებს” – ასეთი კომენტარი გააკეთა პერტიამ “სკონტოს” ოფიციალურ საიტთან.
შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა, ახლა კი პოსტი ვაკანტურია. უახლოეს დღეებში შევიტყობთ, თუ ვინ შეცვლის ჩივაძეს.