კალათბურთი

16:14 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეკემბერში სამეულმა გაიბრწყინა

“ოკლაჰომა სიტი სანდერის” წარმომადგენლები რასელ უესტბრუკი და კევინ დიურანტი და “ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი ჯონ უოლი ნბა-ს, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების თვის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

ოკლაჰომელებმა დეკემბერში 15-დან 12 მატჩი მოიგეს, გუნდის ლიდერების საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: უესტბრუკი – 23.8 ქულა, 8.9 პასი, 5.9 მოხსნა, 2.7 ჩაჭრა, დიურანტი – 24.9 ქულა, 7.2 მოხსნა, 5.7 პასი.

ტრავმებით გაწამებულმა “ვაშინგტონმა” გასულ თვეში თანაბარი ბალანსი (8 მოგება, 8 მარცხი) აჩვენა, უოლის საშუალო მონაგარი კი 22.6 ქულა, 11.7 პასი, 4.8 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა გახლდათ.

თვის მოთამაშეობაზე პრეტენზიას პოლ მილსეპი (“ატლანტა”), რეჯი ჯეკსონი (“დეტროიტი”), სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეი ჯეი რედიკი (“კლიპერსი”), ნიკოლა ვუჩევიჩი (“ორლანდო”), სი ჯეი მაკკოლუმი (“პორტლენდი”) და კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.

0.11867