ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ელ მოლინონზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ხიხონმა” “ხეტაფე” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 19 წლის პარაგვაელი ფორვარდის არნალდო სანაბრიას გოლით იმარჯვეს, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-5 გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე პედრო ლეონს გათანაბრება შეეძლო, რომელმაც 11-მეტრიანის ნიშნულიდან ძელს გაარტყა. კასტილიელებმა წონასწორობა ათ წუთში მაინც აღადგინეს, პაბლო სარაბიას ჩაწოდებულს შეტევაში ჩართული ხუან კალა გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო ორ წუთში სცეპოვიჩის კარგი გადაცემა სარაბიამ შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
“ხეტაფემ” 2016 წლის პირველივე თამაშში ის გააკეთა, რაც მთელ სეზონში ვერ მოეხერხებინა: გასვლაზე იმარჯვა პირველად.
ფრან ესკრიბას შეგირდებმა 20 ქულა დააგროვეს და მე-13 ადგილამდე აღზევდნენ, ხოლო “ხიხონი” 15 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.
ხიხონი – ხეტაფე 1:2 (1:0)
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-4-2): კუელარი, ესპინოსა, მერე, ი.ლოპესი (კ.კასტრო 75), ლ.ერნა
“ხეტაფემ” გასვლაზე პირველად იმარჯვა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ელ მოლინონზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ხიხონმა” “ხეტაფე” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 19 წლის პარაგვაელი ფორვარდის არნალდო სანაბრიას გოლით იმარჯვეს, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-5 გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე პედრო ლეონს გათანაბრება შეეძლო, რომელმაც 11-მეტრიანის ნიშნულიდან ძელს გაარტყა. კასტილიელებმა წონასწორობა ათ წუთში მაინც აღადგინეს, პაბლო სარაბიას ჩაწოდებულს შეტევაში ჩართული ხუან კალა გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო ორ წუთში სცეპოვიჩის კარგი გადაცემა სარაბიამ შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
“ხეტაფემ” 2016 წლის პირველივე თამაშში ის გააკეთა, რაც მთელ სეზონში ვერ მოეხერხებინა: გასვლაზე იმარჯვა პირველად.
ფრან ესკრიბას შეგირდებმა 20 ქულა დააგროვეს და მე-13 ადგილამდე აღზევდნენ, ხოლო “ხიხონი” 15 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.
ხიხონი – ხეტაფე 1:2 (1:0)
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-4-2): კუელარი, ესპინოსა, მერე, ი.ლოპესი (კ.კასტრო 75), ლ.ერნანდესი, კასესი, ომარი, ჰალილოვიჩი, ხონათანი, სანაბრია (ბარერა 82), გერერო (ლორა 67).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, კალა, ვერხინი, ლაგო, დ.სუარესი, ხ.როდრიგესი, ლასენი, ვ.როდრიგესი (იოდა 93), ლეონი (ვანდერსონი 65), სარაბია, სცეპოვიჩი (ვაზკესი 79).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლები: 1:0 სანაბრია (16), 1:1 კალა (69), 1:2 სარაბია (71)
გაფრთხილებები: ი.ლოპესი, მერე – დ.სუარესი, კალა, ვანდერსონი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ნდესი, კასესი, ომარი, ჰალილოვიჩი, ხონათანი, სანაბრია (ბარერა 82), გერერო (ლორა 67).