ფეხბურთი

20:34 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჯენოამ” სუსო ინათხოვრა

“მილანის” ახალგაზრდა ნახევარმცველი სუსო იჯარის წესით “ჯენოაში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “როსონერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელი გენუური კლუბის რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გამოვა.

სუსო სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა და “სან სიროს” დატოვება ამიტომაც გადაწყვიტა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრა (სულ 124 წუთი) ჩაატარა.

თეგებისუსო
0.113839