ფეხბურთი

20:23 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკი სლოვენიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი სლოვენიის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის გოლკიპერმა რობერტ ბერიჩას (“სენტ-ეტიენი”), სამირ ჰანდანოვიჩს (მილანის “ინტერი”), იოსიპა ილიჩიჩს (“ფიორენტინა”) და კევინ კამპლიას (“ბაიერი”) აჯობა.

2015 წელს ობლაკმა 41 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაუშვა.

თეგებიიან ობლაკი
0.117292