საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 9 ნომერი, 19 წლის ვასილ ლობჟანიძე ახალგაზრდა მორაგბეთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ნაახალწლევს Telegraph-მა 25-წლამდე მორაგბეთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომელთაც ეროვნული გუნდის მაისურით 20 და ნაკლები კეპი აქვთ მოხვეჭილი.
9 ნომერზე ლობჟანიძის დასახელებას შემდეგი დახასიათება მოყვა: “ეს ადამიანი კივი რომ ყოფილიყო, ის უკვე ცნობილი იქნებოდა როგორც სუპერ-ვარსკვლავი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიო თასების ისტორიაში, რომელსაც ამ ტურნირში უთამაშია. ტონგასთან შეხვედრის დღეს ის 18 წლის 340 დღის იყო”.
“არმაზის” აღზრდილმა ლობჟანიძემ მსოფლიო თასის ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში ეროვნულ გუნდში 10 კეპი მოაგროვა. ახლახანს მან კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ “ბრივთან” და კარიერას უფრო მაღალ დონეზე განაგრძობს.