ფეხბურთი

17:16 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” 30 წლის მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ფეისბუქ გვერდი იტყობინება. როგორც ცნობილი ხდება, კლუბმა და ფეხბურთელმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და ქვილითაია ქუთაისში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.

ქვილითაიამ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი I ლიგის ლიდერ ცხინვალის “ლიახვში” გაატარა, რომლის ღირსებაც 14 შეხვედრაში დაიცვა. მანამდე კი საჩხერის “ჩიხურაში” დამაჯერებელი თამაშით გამოიჩინა თავი. მაქსიმესთვის “ტორპედო” ნაცნობი ადგილია – ქუთათურთა რიგებში მას სხვადასხვა პერიოდში 4 სეზონი გაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114091