ჰოლანდიურმა გამოცემამ Voetbal International-მა ვაკო ყაზაიშვილი ერედივიზიონის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის მოიხსენია და გერმანელ მესუთ იოზილს შეადარა თამაშის მანერით: უფრო კონკრეტულად, დრიბლინგით. გამოცემის აზრით, ყაზაიშვილი უკეთეს კლუბს იმსახურებს.
შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა ერედივიზიონის პირველ წრეში 6 გოლი გაიტანა და “ვიტესის” საუკეთესო ბომბარდირია. მის პროგრესს ჰოლანდიური პრესა ხშირად აღნიშნავს.