ფეხბურთი

0:33 | 31.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” დარმიანს მიუბრუნდა

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” იტალიელი მცველის მატეო დარმიანის ყიდვას ეცდება. ინტერნეტპორტალ Metro-ს ცნობით, “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში ნისლიან ალბიონზე გაემგზავრება და “იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

როგორც ცნობილი ხდება, “იუვეს” 25 წლის განაპირა მცველის ხელში ჩაგდება 15 მილიონ ევროდ აქვს განზრახული. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელებს იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში სურდათ, მაგრამ მაშინ “მანჩესტერმა” უფრო მეტად მოინდომა და მატეო თავის რიგებში ჩარიცხა.

დარმიანი, რომელიც “მანჩესტერს” გასულ ზაფხულს “ტორინოდან” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, “წითელი ეშმაკებს” ადვილად შეერწყა და ლუის ვან გაალის შეგირდთაგან ერთ-ერთია, ვისზეც აუგის თქმა ნაკლებადაა შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115649