ფეხბურთი

15:46 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალმა და თურანმა ნომრები აირჩიეს

“ბარსელონას” წევრები არდა თურანი და ალეიქს ვიდალი კატალონიური კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას იანვრიდან შეძლებენ და ფეხბურთელებმა ნომრებიც შეარჩიეს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, თურქი ფეხბურთელი “ბლაუგრანას” რიგებში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ხოლო ესპანელი 22-ნომრიანს მაისურს მოირგებს. პედრო როდრიგესის წასვლის შემდეგ 7 ნომერი თავისუფალი გახლდათ.

“ბარსელონამ” აღნიშნული ფეხბურთელები 2015 წლის ზაფხულში დაიმატა, თუმცა ფიფას სასჯელის გამო თურანი და ვიდალი ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ.

0.111116