ბელგიის ქალაქ კორტრიკში დასრულდა საშობაო საკალათბურთო ტურნირი, რომელიც მრავალ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჩვენი ინტერესი მიპყრობილი იყო 18-წლამდელებისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა და რომელმაც ტურნირი 3 მოგებითა და 2 მარცხით, მე-4 ადგილზე დაამთავრა.
გია კაზანჯიანის გუნდმა ჯგუფური ეტაპი სამივე მოგებით, პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში ბელგრადის აკადემიას შეხვდნენ. სერბულ გუნდთან 12 ქულით წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიურ „ოსტენდეს“ შეხვდა, რომელთანაც 75:86 წააგო.
ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ქართველებმა ვერ მოახერხეს სასურველ შედეგამდე მისვლა. ჩვენს ნაკრებში 20 ქულით საუკეთესო გიორგი ცირიკიძე გახლდათ, ხოლო ლუკა ბულაშვილმა თავი 15 ქულას მოუყარა.
მთელი ტურნირის მანილზე საქართველოს ნაკრებს გვერდში ედგა ბელგიაში და მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ქართველობა. ემიგრანტები აქტიურად უჭერდნენ ქართველებს მხარს და ტურნირზე მათ წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილიც მიუძღვით.
კოკა-კოლას საშობაო ტურნირი. კორტრიკი. ბელგია
მე-3 ადგილისთვის მატჩი. 29 დეკემბერი
საქართველო – ოსტენდე (ბელგია) 75:86 (22:30, 19:15, 19:18, 15:23)
საქართველო: თვალაბეიშვილი (8), ცირიკიძე (20), გვიანიძე (10), ცხოვრებოვი (4), ბულაშვილი (17), ლოლიშვილი (3), კორსანტია (6), ქავთარაძე (3), აკობია (4).
www.gbf.ge