საბურთალოზე, ჯიქიას ქუჩაზე, “ოლიმპის” სტადიონი დაანგრიეს. საპროტესტო აქციებმა არ გაჭრა: ესტონურმა კომპანიამ, რომელსაც ეს ტერიტორია შესყიდული აქვს, მაინც დაიწყო სტადიონის ნგრევა. და იქ აშენდება კორპუსები.
“მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ წერილი სტადიონების ნგრევასთან დაკავშირებით და ასეთი უკვე 25 სარბიელი დასამარდა, მაგრამ რად გინდა...
სამშაბათს დილით ჯიქიას ქუჩაზე ფეხბურთის გულშემატკივრები, “ოლიმპში” მოთამაშე ბავშვები და მათი მშობლები შეიკრიბებიან. პროტესტი პროტესტად დარჩება, მაგრამ არის ერთი საშველი: ალტერნატიული ფართი გამოინახოს “ოლიმპის” სკოლისთვის.
“ოლიმპის” სკოლა, არ გადავაჭარბებთ, ერთ დროს საუკეთესო იყო თბილისში. განსაკუთრებით ეს ეხება 2003 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს.
კიდევ ერთხელ დავწერთ, რომ ამაოა მოლოდინი ძლიერი ფეხბურთელების გაზრდისა, თუკი სტადიონების ნაცვლად კორპუსებს დავდგამთ.