მსოფლიოს ნომერ მეცხრე ჩოგბურთელი ფრანგი რიშარ გასკე “ავსტრალიის ღია პირველობაზე” ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Australian Open-ის ოფიციალური ტვიტერის გვერდი აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, გასკეს ზურგის ტრავმა აწუხებს რის გამოც ავსტრალიურ კორტებზე ვერ გავა.
Australian Open-ი 2016 წლის 18 იანვარს დაიწყება და იმავე თვის 31 რიცხვში დასრულდება.