რუსეთის პირველი დივიზიონის “სკა-ენერგიას” გიორგი ნავალოვსკის დამატება სურს. 29 წლის ქართველი მარცხენა მცველი ადრე უკვე თამაშობდა ხაბაროვსკულ კლუბში, რომელიც იმ დროს პრემიერლიგაში გადასვლასთანაც ახლოს იყო. ახლა “სკა-ენერგია” მე-17 ადგილზეა.
ნავალოვსკიმ სეზონის პირველი ნახევარი გორის “დილაში” გაატარა და ამჟამად სხვადასხვა წინადადებებს ელის. არაა გამორიცხული, “სკა-ენერგიაში” დაბრუნდეს, თუმცა ჯერ მოვიცადოთ.
რუსული პრესის ცნობით, “სკა-ენერგიას” 10 ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის, გოჩა ხოჯავაც. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იყო გუნდში და ის რჩება. საუბარია კახა ალადაშვილზე.