ფეხბურთი

12:40 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერის ბრძოლა ღირსებისთვის

ფიფას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელსაც ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალეს, საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლას აპირებს. შვეიცარიელის განცხადებით, ის ამ საქმეს საახალწლო დღესასწაულის შემდეგ შეუდგება.

“ახლა ფიფასთვის აღარ ვიბრძვი. მათ მე მიმატოვეს. ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ღირსებისთვის ვიბრძოლებ. შობა-ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ბრძოლაში ვბრუნდები”, - ციტირებს ბლატერის სიტყვებს Bünte.

0.110824