“შახტარი” და “ოლექსანდრია” შეთანხმდნენ: დავით თარგამაძეს საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუგრძელდა. თარგამაძე “შახტარს” ეკუთვნის და “ოლექსანდრიაში” ამ წლის ბოლომდე იყო განათხოვრებული, ახლა კი 1 ივნისამდე დარჩება ვლადიმირ შარანის გაწვრთნილ გუნდში.
თარგამაძე ერთი წლის განმავლობაში არ თამაშობდა, მაგრამ სექტემბერში შეუერთდა “ოლექსანდრიას” და მოახერხა ფორმაში შესვლა. მწვრთნელი შარანი თარგამაძის ხელახალ პროგრესს ხშირად უსვამდა ხაზს.