გია გრიგალავა კვიპროსული “პაფოსიდან” მიდის და სავარაუდოდ, ან აპოელ-ში, ან “ომონიაში” გააგრძელებს კარიერას. კვიპროსული საიტების ცნობით, გრიგალავა “პაფოსის” ხელმძღვანელობას უკვე დაემშვიდობა და წინადადებებს განიხილავს.
აპოელ-ს, როგორც იცით, თემურ ქეცბაია წვრთნის და გუნდი მესამე ადგილზეა ჩემპიონატში. ქეცბაია გრიგალავას შესაძლებლობებს კარგად იცნობს, საქართველოს ნაკრებში მას თითქმის რეგულარულად ათამაშებდა.
“ომონიასაც” დაცვის გაძლიერება სურს და გრიგალავას აყვანას პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილავს.