სხვა

13:34 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ტიპის საბაგირო ბაკურიანში და სამომავლო პროექტები

8-წლიანი შესვენების შემდეგ, კოხტას სრულიად ახალი ტიპის საბაგირო ამოქმედდა. სახელმწიფომ ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურა დააფინანს, მოაწესრიგა საბაგირო და მისასვლელი გზა, ხოლო კომპანია „ჯიარდისის" მიერ თანამედროვე ალპური სტანდარტებით დაგეგმილი, ფაქტიურად, ახალი დასახლების მშენებლობაში კერძო ინვესტიცია განხორციელდა.

საუბარია სასტუმროებზე, გასართობ და სავაჭრო ცენტრებზე. უპრეცედენტოდ მოკლე დროში – 3 თვის განმავლობაში მოხდა აღნიშნული პროექტის დაწყება და დამთავრება.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები. ჩვენ აქ დავდექით თხილამურებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა აღნიშნულ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს." - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამით პროექტი არ სრულდება. ამჟამად, კოხტის ტრასის საერთო სიგრძე 3 კმ და 100 მეტრია. სამომავლოდ, საბაგირო გაგრძელდება მიტარბის მხარეზე და მიტარბის ქედიც განვითარდება.

ორივე საბაგიროს ძირში კომპანია „ჯიარდისის" მიერ აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, ხოლო ბაკურიანში აშენდება დამატებითი ინფრასტრუქტურა სპორტის სხვა სახეობებისთვის. იგეგმება ბიატლონის ტრასის განვითარება. აღნიშნული პროცესი დაიწყება 2016 წელს. აშენდება ყინულის დახურული მოედანი ჰოკეისა და კერლინგის, საქართველოსთვის სპორტის ამ ახალი სახეოების განსავითარებლად.

2016 წელსვე დამონტაჟდება სამთო ციგა „ტობოგანი", რომელიც როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში იქნება ძალიან კარგი გასართობი საშუალება. ეს იქნება ახალი სამუშაო ადგილების და მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტუქტურის შექმნის წინაპირობა.

წელს პირველად გახდა შესაძლებელი, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა. აღნიშნულის საფუძველი ხელოვნური გათოვლიანების სისტემაა, რომელიც შარშან დამონტაჟდა. 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების 7-პროცენტიანი ზრდაც დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111589