უეფას ოფიციალური საიტის მკითხველთა აზრით, 2015 წლის საუკეთესო თამაში ევროპის სუპერ თასის შეხვედრა იყო, რომელსაც 11 აგვისტოს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენამ” უმასპინძლა (VIDEO).
გამოკითხვა ზამთრის შესვენების პერიოდში ჩატარდა და თბილისურ სუპერ-მატჩს კონკურენციას “ლევერკუზენისა” და “რომას” მატჩი (4:4, მიიღო ხმათა 16 პროცენტი), მადრიდის “რეალისა” და გელზენკირხენის “შალკეს” დაპირისპირება (3:4, 19%) და “ჩელსი” პსჟ-ს (2:2, 20%) თამაში უწევდა.
“ბარსელონამ” “სევილია” 5:4 რომ დაამარცხა, ამ შეხვედრას უპირატესობა გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა მიანიჭა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 75 233-მა ადამიანმა მიიღო.