ფეხბურთი

11:38 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში მინდვრის საფარის აღდგენა დაიწყო

ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. როგორც “ტორპედოს” ვებგვერდი იუწყება, გუნდმა საფარის პრობლემის მოსაგვარებლად შპს “ადინას” სათესლე მეურნეობის გამოცდილი აგრონომი ნატო ცქიტიშვილი მიიწვია და სწორედ მისი რეკომენდაციით ჰერბიციდებით ბალახი უკვე შეიწამლა.

“საფარის ასეთი მდგომარეობა უპირველესად გამოწვეულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი მოუვლელობით”, - უთხრა ცქიტიშვილა “ტორპედოს” საიტს.

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბალახის 60%-ს სარეველა ბალახი “ჭანგა” შეადგენს. ასეთ შემთხვევაში უფრო სასურველი საფარის მთლიანად შეცვლაა, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა და “ტორპედომ” მეორე, აპრობირებულ ხერხს მიმართა, რომელიც გაცილებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ფინანსურად უფრო იაფი ჯდება.

პირველ ეტაპზე უკვე შეიწამლა ბალახი ჰერბიციდებით, ხოლო ამას ბალახის შეთესვა მოჰყვება. ქუთაისურ გუნდს თესლი შპს “ბიოაგროსერვისმა” მოიაწოდა. შერჩეული იქნა დანიური ბალახის თესლი. რომლის მინდორზე შეტანა ზამთარშიც შესაძლებელია, რადგან დაბალ ტემპერატურას უძლებს. ბალახის შეთესვა სამჯერ უნდა მოხდეს და მეორე წრეში თუნდაც, ერთკვირიანი პაუზის დროს, შემდეგ სეზონის დასრულებისთანავე და ბოლო ეტაპზე მომავალი წლის მიწურულს.

თეგები“ტორპედო”
0.11245