მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს და “ნერაძურის” რიგებს შეუერთდება.
“ვიმედოვნებ მესი კლუბის გამოცვლას გადაწყვეტს და “ინტერის” მაისურით ითამაშებს. ამ დროისთვის ვიცი, რომ იგი ბედნიერია “ბარსელონაში” ყოფნით. მან გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა და განვითარება აღარ სჭირდება. ჩვენ უბრალოდ მისი თამაშით დავტკბებით.” – ციტირებს ESPN-ი არგენტინელის სიტყვებს.
რამდენიმე დღის წინ მილანური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ მესიმ რამდენიმე წლის წინ უთხრა, “ინტერში” თამაშს ვისურვებდიო.