ფეხბურთი

11:35 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი გვარდიოლას ტელეფონით ესაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გაააგრძელოს. როგორც ესპანური Sport-ი იუწყება, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ესპანელ სპეციალისტს ტელეფონით ესაუბრა.

გამოცემის ცნობით, გვარდიოლამ ნასერს ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა გუნდის ჩაბარების საკითხზე პასუხი არ გაუცია.

გვარდიოლას გერმანულ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე ცნობილია, ესპანელს კარლო ანჩელოტი შეცვლის. ევროპული მედიის ინფორმაციით, პეპი მომავალი კარიერა “მანჩესტერ სიტის” უკავშირდება.

0.127934