კალათბურთი

12:41 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის 13 ქულა, 9 მოხსნა და საუკეთესოს ტიტული "ტრაბზონსფორთან" მოგებულ მატჩში

ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯმა“ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი, მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ანკარელებმა ცხრილში მეზობელ „ტრაბზონსფორს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 74:70 დაამარცხეს.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა. ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში სანიკიძემ 13 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 16 ქულა მოაგროვა ამერიკელმა კალინ ლუკასმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით სანიკიძე ანკარელთა გუნდში საუკეთესო იყო.

6 მოგებითა და 7 მარცხით „თედ კოლეჟი“ თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 3 იანვარს სტამბოლში, „ეფესთან“ გამართავს.

gbf.ge

0.126107