ფეხბურთი

22:39 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა შერინგემის რეკორდი დაამხო

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით საკლუბო რეკორდი დაამხო.

22 წლის ფორვარდმა 2015 წლის განმავლობაში 27 გოლი გაიტანა, ერთით მეტი, ვიდრე მისმა წინამორბედმა რეკორდსმენმა ტედი შერინგემმა, რომელმაც 1993 წელს მეტოქეთა კარი 26-ჯერ დალაშქრა.

კეინმა შერინგემის მიღწევა ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში დაამხო, როდესაც “ნორვიჩ სიტის” კარში პირველსავე ტაიმში დუბლი შეასრულა. ჰარის საკუთარი მაჩვენებლის გაუმჯობესება 28 დეკემბერს შეეძლება, როდესაც “ტოტენჰემი” სტუმრად “უოტფორდს” ეთამაშება.

0.115632