ფეხბურთი

22:25 | 26.12.2015 | ნანახია 2818 - ჯერ

Marca: პელეგრინი სეზონის ბოლოს “ჩელსის” ჩაიბარებს

როგორც ესპანური Marca იუწყება, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი გახდება. “არისტოკრატებმა” ჟოზე მოურინიო გაანთავისუფლეს და გუნდს სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკი უხელმძღვანელებს.

“ქალაქელების” მომავალი მწვრთნელი, ევროპული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლა იქნება. ესპანელმა სპეციალისტმა უკვე დაანონსა, რომ “ბაიერნს” 2016 წელს დატოვებს, ხოლო მის ნაცვლად მიუნხენურ გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.

პელეგრინიმ “სიტი” 2013 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს პრემიერლიგა და ლიგის თასი მოაგებინა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:27 | 28.12.2015
ssll (1520)

ვაი გაიყარეს და ვუი უნდა შეიყარონ..დდდდდდ

03:41 | 27.12.2015
Ginobili.20 (932)

ვერ დავუმუღამე რა ამას, თითქოს არაფრით გამორჩეული მწვრთნელია... რავიცი რავიცი

00:08 | 27.12.2015
BEERTRANCE (97819)

მდაა

22:42 | 26.12.2015
რენე ფერეირა (6798)

პელეგრინისთვისაც არ მემეტება ჩელსი

22:32 | 26.12.2015
maestro10 (13745)

Metis girsebi ar arian

15:25 | 27.12.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

0.125817